---
title: "მუხლი 19 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/19"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/19

1. თუ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღწერილი ცხოველის ახალი ჯიში დაცულია ან/და გასავრცელებლად დაშვებულია სხვა ქვეყანაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადს დაურთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ამსახველი ოფიციალური საბუთის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი.

2. თუ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღწერილი მცენარის ახალი ჯიში წარდგენილი იყო კავშირის წევრ სხვა ქვეყანაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადს დაურთოს პირველი განაცხადის დამოწმებული ასლი და მისი ქართული თარგმანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/20.md
