---
title: "მუხლი 22 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/22"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/22

1. „საქპატენტში“ცხოველის ან/და მცენარის ერთ ახალ ჯიშზე ორი ან ორზე მეტი განაცხადის შეტანის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადს, რომელიც უფრო ადრე იქნა შეტანილი.

2. სელექციონერი, რომელსაც სურს ისარგებლოს ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ სხვა ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პრიორიტეტით, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადი შეიტანოს ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.

3. სელექციონერი, რომელსაც სურს ისარგებლოს მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი პრიორიტეტით, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადი შეიტანოს ამ კონვენციის მონაწილე ქვეყანაში განაცხადის წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.

4. „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს სხვა ქვეყანაში განაცხადის წარდგენის თარიღი. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში წარადგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი, სადაც პირველად იყო წარდგენილი განაცხადი, და მისი ქართული თარგმანი.

5. მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში სელექციონერს უფლება აქვს, პრიორიტეტის ვადის ამოწურვის დღიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო თუ პირველი განაცხადი უარყოფილი ან გამოთხოვილია – ამგვარი უარყოფის ან გამოთხოვის დღიდან, განაცხადის ექსპერტიზის მიზნებისათვის „საქპატენტს“ წარუდგინოს ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, საბუთი ან მასალა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/23.md
