---
title: "მუხლი 24 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/24"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/24

1. „საქპატენტი“ განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი შეტანის დღიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

2. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის ვადაში.

3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 და 22-ე მუხლების მოთხოვნებს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის მსვლელობისას „საქპატენტს“ შეუძლია სელექციონერს მოსთხოვოს ხარვეზის გამოსწორება და შესაბამისი მასალის წარდგენა. სელექციონერი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი და შესაბამისი მასალა წარადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში.

4. თუ სელექციონერი შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, მაშინ განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. თუ სელექციონერი ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება, ხოლო საგანაცხადო მასალები დაუბრუნდება სელექციონერს.

5. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, განაცხადზე საქმის წარმოება წყდება, რაც ეცნობება განმცხადებელს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/25.md
