---
title: "მუხლი 25 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/25"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/25

1. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის პირობებს, „საქპატენტი“ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ ბიულეტენში და იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის ჩასატარებლად გადაცემის თაობაზე.

2. ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება: ა) მონაცემები სელექციონერის შესახებ; ბ) განაცხადის წარდგენის თარიღი; გ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება; დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის მოკლე დახასიათება.

3. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა გამოიფინება საჯაროდ გასაცნობად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/26.md
