---
title: "მუხლი 26 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/26"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/26

ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, „საქპატენტს“ წარუდგინოს წერილობითი შედავება, თუ: ა) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიში არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს; ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა სრულ წარმოდგენას არ ქმნის ამ ჯიშის შეფასებისთვის; გ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობაში შეტანილია ყალბი მონაცემები; დ) განაცხადში აღწერილ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის მოთხოვნა სხვა ქვეყანაში ცხოველის ან მცენარის ამ ჯიშზე წარდგენილი განაცხადის მიხედვით საფუძველს მოკლებულია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/27.md
