---
title: "მუხლი 27 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/27"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/27

1. შედავების მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში საქპატენტი შედავების მასალებს დასკვნისთვის გადასცემს გამოცდის ჩამტარებელ პირს. შედავების მასალების ასლები გადაეცემა განმცხადებელს.

2. საქპატენტი შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამოცდის ჩამტარებელი პირის დასკვნის საფუძველზე.

3. შედავების განხილვის პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქპატენტთან“ ერთად. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1648 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/28.md
