---
title: "მუხლი 28 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/28"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/28

1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გადაეცემა გამოცდის ჩამტარებელ პირს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩასატარებლად.

2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდა ტარდება განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შემოწმების გზით.

3. სელექციონერს უფლება აქვს, მოითხოვოს განაცხადის განხილვის პროცედურული ვადების გაგრძელება, ხოლო მის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში – მათი აღდგენა დადგენილი წესით.

4. სელექციონერს უფლება აქვს, განაცხადის განხილვის ნებისმიერ საფეხურზე გამოითხოვოს განაცხადი ან მოითხოვოს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტა. საქართველოს 2022 წლის 5 ოქტომბრის კანონი №1860 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/29.md
