---
title: "მუხლი 32 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/32"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/32

ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განმცხადებელს დროებით ენიჭება სელექციონერის იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭებოდა რეგისტრაციის შემთხვევაში. თუ მესამე პირმა ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების დღიდან რეგისტრაციის დღემდე განახორციელა ისეთი ქმედებები, რომლებიც საჭიროებს სელექციონერის თანხმობას, სელექციონერს უფლება აქვს, მოითხოვოს სამართლიანი ანაზღაურება მხოლოდ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შემდეგ. თავი V. სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები და მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/33.md
