---
title: "მუხლი 34 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/34"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/34

ცხოველის ჯიში ითვლება სხვა ცხოველის ჯიშისაგან გამოყვანილად, თუ: ა) იგი გამოყვანილია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის გამოყვანილი საწყისი ჯიშისაგან, და თუ ცხოველთა ამ ჯიშებში ნათლად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები; ამასთანავე, იგი საწყისი ჯიშისაგან ნათლად განსხვავდება ერთი ან რამდენიმე ნიშან-თვისებით, რომელიც (რომლებიც) ექვემდებარება აღწერას; ბ) მასში, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობისა, სრულად არის გამოხატული საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/35.md
