---
title: "მუხლი 35 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/35"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/35

1. მცენარის ჯიში ითვლება სხვა მცენარის ჯიშისაგან არსებითად წარმოებულად, თუ იგი: ა) უპირატესად წარმოებულია საწყისი ჯიშისაგან ან იმ ჯიშისაგან, რომელიც თვითონ არის წარმოებული საწყისი ჯიშისაგან და ინარჩუნებს არსებითი ნიშნების გამოხატულებას, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია; ბ) საწყისი ჯიშისაგან განსხვავდება გარეგნული ნიშნებით, გარდა გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი განსხვავებებისა, და საწყის ჯიშს შეესაბამება ძირითადი ნიშნების გამოვლენით, რაც საწყისი ჯიშის გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგია.

2. არსებითად წარმოებული ჯიში შეიძლება მიღებულ იქნეს: ბუნებრივი ან ინდუცირებული მუტანტის ან თვითკლონური ვარიანტის გამორჩევით, ან მცენარის გამორჩევით საწყისი ჯიშის მცენარისგან, უკუშეჯვარებით ან გენური ინჟინერიით გარდაქმნის მეთოდით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/36.md
