---
title: "მუხლი 38 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/38"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/38

1. მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება მოწმობით დაცული ჯიშის ნებისმიერ მასალასთან ან მისგან წარმოებულ ნებისმიერ მასალასთან დაკავშირებულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულია სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით, თუ ეს ქმედებები არ უკავშირდება: ა) მოწმობით დაცული ჯიშის შემდგომ გამრავლებას; ბ) მოწმობით დაცული ჯიშის მცენარეული მასალის, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის ამ ჯიშის გამრავლება, ექსპორტს იმ ქვეყანაში, სადაც ამ გვარისა და სახეობისთვის მიკუთვნებული ჯიშის დაცვა არ ხდება, გარდა საბოლოო სახით მოხმარების მიზნით ექსპორტის შემთხვევისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის „მასალა“ ჯიშთან დაკავშირებით ნიშნავს: ა) ნებისმიერი სახის გასამრავლებელ მასალას; ბ) აღებულ მოსავალს, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით; გ) აღებული მოსავლისაგან მიღებულ ნებისმიერ პროდუქტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/39.md
