---
title: "მუხლი 40 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/40"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/40

დაინტერესებული პირის მოთხოვნით ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაცია და მოწმობა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის დღიდან, თუ დადგინდა, რომ ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს: ა) ცხოველის ან მცენარის ჯიში არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლების მოთხოვნებს; ბ) სელექციონერის უფლების მინიჭება დაფუძნებული იყო სელექციონერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, ამასთანავე, სელექციონერის უფლების მინიჭების დროს არ იყო დაკმაყოფილებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშისთვის შესაბამისად ამ კანონის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი პირობები; გ) სელექციონერის უფლება მიენიჭა იმ პირს, რომელსაც არ ჰქონდა ამის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ეს უფლება გადასცა იმ პირს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით ეკუთვნოდა სელექციონერის უფლების მინიჭება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/41.md
