---
title: "მუხლი 5 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/5"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/5

1. სელექციონერს ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის „საქპატენტში“ რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის შედეგად წარმოექმნება სელექციონერის განსაკუთრებული (ქონებრივი) უფლებები.

2. თუ სელექციონერი მოითხოვს, „საქპატენტი“ ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.

3. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში გამოვლენილ და გაუმჯობესებულ იქნა ან გამოყვანილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანასელექციონერად.

4. თანასელექციონერთა შორის ურთიერთობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/6.md
