---
title: "მუხლი 7 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/7"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/7

1. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებულია მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სამუშაოს მიმცემს, თუ ასეთი დავალება სასელექციო საქმიანობას ითვალისწინებს და თუ მუშაკსა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შედეგად გაცემული მოწმობა სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მიიღოს ახალი ჯიშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო.

2. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაცხადის შეტანის დღიდან ეკუთვნის ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის მიღების ან/და ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციიდან და მოწმობის გაცემიდან გამომდინარე სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/8.md
