---
title: "მუხლი 32. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა — \"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1165905-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2011-wlis-respublikuri-biujetis-she/32"
law: "\"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ\""
article: "32"
identifier: "matsne 1165905"
adopted: "2010-12-30"
consolidated_as_of: "2011-11-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა — "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

> Text consolidated as of 2011-11-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ", მუხლი 32 (consolidated as of 2011-11-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1165905-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2011-wlis-respublikuri-biujetis-she/32

აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტირული დავალიანებების, კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება, რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად.
წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2011 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში.
ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ.
მუხლი II
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
ქ. თბილისი
2010 წლის 30 დეკემბერი
№3
შეტანილი ცვლილებები:

1. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.

2. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ.

3. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1165905-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-2011-wlis-respublikuri-biujetis-she/31.md
