---
title: "მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება — ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11728-avtonomiur-respublikashi-pirdapiri-sakhelmwipo-mmartvelobis-shesakheb/1"
law: "ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 11728"
adopted: "1999-06-09"
consolidated_as_of: "2018-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება — ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2018-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11728-avtonomiur-respublikashi-pirdapiri-sakhelmwipo-mmartvelobis-shesakheb/1

1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ინტერესების დაცვას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/11728-avtonomiur-respublikashi-pirdapiri-sakhelmwipo-mmartvelobis-shesakheb/2.md
