---
title: "მუხლი 6¹. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ავტონომიურ რესპუბლიკაში — ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11728-avtonomiur-respublikashi-pirdapiri-sakhelmwipo-mmartvelobis-shesakheb/6-1"
law: "ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ"
article: "6^1"
identifier: "matsne 11728"
adopted: "1999-06-09"
consolidated_as_of: "2018-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ავტონომიურ რესპუბლიკაში — ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2018-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11728-avtonomiur-respublikashi-pirdapiri-sakhelmwipo-mmartvelobis-shesakheb/6-1

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა ხდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო. საქართველოს პრეზიდენტის იმავე სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დროებითი სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი. საქართველოს 200 4 წლის 6 მაისი ს კანონი № 36 - სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. თავი III. (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11728-avtonomiur-respublikashi-pirdapiri-sakhelmwipo-mmartvelobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11728-avtonomiur-respublikashi-pirdapiri-sakhelmwipo-mmartvelobis-shesakheb/7.md
