---
title: "მუხლი 11 — ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/11"
law: "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 11836"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/11

1. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, რომლებიც უპასუხებენ ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, უფლება აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღონ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

2. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერა არ აკისრებს მათ დამატებით ვალდებულებებს, გარდა ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. თავი III. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების საფუძვლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/12.md
