---
title: "მუხლი 15¹ — ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/15-1"
law: "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ"
article: "15^1"
identifier: "matsne 11836"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15¹ — ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 15¹ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/15-1

1. ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

2. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს იმ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვის წარმოება, რომლებიც იღებენ ამ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ მხარდაჭერას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. თავი V. დასკვნითი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/16.md
