---
title: "მუხლი 5 — ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/5"
law: "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 11836"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/5

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები მონაწილეობენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფორმების შემუშავებაში.

2. ამ კავშირებს უფლება აქვთ: ა) საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ; ბ) ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებათა შესატანად წინადადებით მიმართონ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებს; გ) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და განხორციელებაში. თავი II. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ძირითადი ფორმები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11836-bavshvta-da-akhalgazrduli-kavshirebis-sakhelmwipoebrivi-mkhardacheris-/6.md
