---
title: "მუხლი 13. ბირჟის წესდება — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/13"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ბირჟის წესდება — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/13

ბირჟის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს: ა) სასაქონლო ბირჟის სახელი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები; ბ) ბირჟის მართვის სტრუქტურა, მმართველი ორგანოს (ორგანოების) უფლება-მოვალეობანი და მის (მათ) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი; გ) განთავსებული კაპიტალის ოდენობა; დ) საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი; ე) ბირჟის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა; ვ) ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი; ზ) ბირჟის წევრად მიღების, წევრობის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი; თ) ბირჟის ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალი და მათი ფუნქციები. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2473 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.387 საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №889 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/14.md
