---
title: "მუხლი 16. საბირჟო ვაჭრობაში ბირჟის იმ წევრების მონაწილეობა, რომლებიც არ არიან საბირჟო შუამავლები — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/16"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საბირჟო ვაჭრობაში ბირჟის იმ წევრების მონაწილეობა, რომლებიც არ არიან საბირჟო შუამავლები — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/16

ბირჟის წევრები, რომლებიც არ არიან საბირჟო შუამავლები, საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობენ: ა) მხოლოდ რეალური საქონლით ვაჭრობისას უშუალოდ თავისი სახელით და თავის ხარჯზე, საბირჟო შუამავლობის უფლების გარეშე; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებული აქვთ იმ საბროკერო კომპანიებთან და დამოუკიდებელ ბროკერებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ამ ბირჟაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/17.md
