---
title: "მუხლი 19. ურთიერთობა საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/19"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ურთიერთობა საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/19

1. ურთიერთობა საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ბირჟის ადმინისტრაცია არ ერევა კლიენტისა და საბირჟო შუამავლის ურთიერთობაში. ამასთან, ბირჟის ადმინისტრაციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია დადგენილი წესით გამოიყენოს სანქციები იმ საბირჟო შუამავლების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ საბირჟო შუამავლებსა და მათ კლიენტებს შორის ურთიერთობის დადგენილ წესს.

3. საბირჟო შუამავლები უფლებამოსილნი არიან კლიენტებს მოსთხოვონ საგარანტიო შენატანების შეტანა თავის ანგარიშზე, რომელიც გახსნილი აქვთ საანგარიშსწორებო დაწესებულებებში (ბანკებში), ასევე მიანიჭონ მათ უფლება, საბირჟო შუამავლების სახელით განკარგონ ეს თანხები მათთვის მიცემული დავალების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/20.md
