---
title: "მუხლი 21. გარანტიები საბირჟო ვაჭრობაზე ფორვარდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების განხორციელებისას — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/21"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. გარანტიები საბირჟო ვაჭრობაზე ფორვარდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების განხორციელებისას — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/21

1. ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელების საანგარიშსწორებო მომსახურების უზრუნველსაყოფად ბირჟა ვალდებულია დადგენილი წესით დადოს შესაბამისი ხელშეკრულება ბანკთან ან თვითონ შექმნას კლირინგული ცენტრი.

2. კლირინგული ცენტრი უფლებამოსილია: ა) გამოვიდეს,  როგორც  საბირჟო  გარიგებების  უნიფიცირებული  მხარე, საბირჟო  გარიგებების თითოეული კონტრაგენტის წინაშე მხარეებს შორის საბირჟო გარიგებების შესრულების გარანტიის, ნეტო ვალდებულებების, მოთხოვნების განსაზღვრისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) დაადგინოს შენატანების სახეები, ოდენობა და ამოღების წესი, რამაც უნდა უზრუნველყოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელება და იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა ამ გარიგებებით აღებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით, აგრეთვე განსაზღვროს ამ გარიგებების მონაწილეთა სხვა საფინანსო ვალდებულებები; გ) დადგენილი წესით აწარმოოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების მონაწილეთა დაკრედიტება და სავალდებულო დაზღვევა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ამ გარიგებების გარანტიებისათვის, აგრეთვე მათი შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5686 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/22.md
