---
title: "მუხლი 22. თავისუფალი ფასების გარანტია საბირჟო ვაჭრობაში — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/22"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. თავისუფალი ფასების გარანტია საბირჟო ვაჭრობაში — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/22

1. ბირჟას შეუძლია დამოუკიდებლად დაადგინოს: ა) ანარიცხები საკომისიოდან, რომლებიც მიღებულია ბირჟის ბროკერის მიერ ბირჟაზე ჩატარებული საშუამავლო ოპერაციის ასანაზღაურებლად; ბ) ტარიფები და სხვა შენატანები, რომლებიც ამოიღება ბირჟის სასარგებლოდ მისი წევრებიდან და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეებისაგან, ბირჟისა და მისი ქვედანაყოფების მიერ გაწეული მომსახურებისათვის; გ) ჯარიმები, რომლებიც ამოიღება ბირჟის წესდების, საბირჟო ვაჭრობის წესებისა და ბირჟის შიდა დოკუმენტებით დადგენილი სხვა წესების დარღვევისათვის.

2. ბირჟას ეკრძალება დაადგინოს: ა) საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო საქონლის ფასების ზღვარი და დონე; ბ) ანაზღაურების ოდენობა, რომელიც ამოიღება საბირჟო შუამავლების სასარგებლოდ საბირჟო გარიგებებში გაწეული შუამავლობისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/23.md
