---
title: "მუხლი 23. დავის გადაწყვეტა ბირჟაზე — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/23"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. დავის გადაწყვეტა ბირჟაზე — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/23

1. საბირჟო გარიგებებთან დაკავშირებული დავა განიხილება ბირჟის საარბიტრაჟო კომისიაში, რომელიც ბირჟაზე იქმნება როგორც მხარეთა მორიგების ორგანო.

2. დებულებას ბირჟის საარბიტრაჟო კომისიისა და დავის განხილვის წესის შესახებ ამტკიცებს ბირჟა.

3. ბირჟის საარბიტრაჟო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/24.md
