---
title: "მუხლი 24. ბირჟის მოსამსახურეები — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/24"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ბირჟის მოსამსახურეები — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/24

1. სასაქონლო ბირჟის მოსამსახურეებად (ბირჟის ადმინისტრაციის წევრებად) ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც მონაწილეობენ მის საქმიანობაში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბირჟის მომსამსახურეთა შრომის პირობები რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

3. ბირჟის მოსამსახურეებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ საბირჟო გარიგებებში, შექმნან საკუთარი საბროკერო კომპანიები, ასევე გამოიყენონ სამსახურებრივი ინფორმაცია პირადი ინტერესებისათვის.

4. ბირჟის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაიცვან სამეცნიერო, ტექნიკური, კომერციული ხასიათის მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზარალი მიაყენოს ბირჟას ან მის წევრებსა და კლიენტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/25.md
