---
title: "მუხლი 25. ბირჟების თვითმმართველობის გარანტია — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/25"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ბირჟების თვითმმართველობის გარანტია — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/25

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა ბირჟის საქმიანობაში დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ირღვევა ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს (ან გამოიწვია) ბირჟაზე გარიგებების შეუსრულებლობა ან/და ზარალი მიაყენა გარიგებებში მონაწილე მხარეებს, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/26.md
