---
title: "მუხლი 4. ბირჟის საქმიანობის სფერო — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/4"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ბირჟის საქმიანობის სფერო — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/4

1. ბირჟა უფლებამოსილია განახორციელოს საბირჟო ვაჭრობის მოწყობასა და რეგულირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

2. ბირჟას შეუძლია მხოლოდ უზრუნველყოს საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებული სავაჭრო და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობა.

3. ბირჟა უფლებამოსილი არ არის შეიძინოს იმ ორგანიზაციებისა და საწარმოების წილი (პაი) და აქციები, რომლებიც არ ეწევიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/5.md
