---
title: "მუხლი 8. საბირჟო შუამავლობა სასაქონლო ბირჟაზე — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/8"
law: "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 11854"
adopted: "1999-06-23"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საბირჟო შუამავლობა სასაქონლო ბირჟაზე — სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/8

1. საბირჟო შუამავლები საბირჟო ვაჭრობას ახორციელებენ საბირჟო გარიგებების დადებით კლიენტის სახელითა და კლიენტის ხარჯზე, კლიენტის სახელით და საბირჟო შუამავლის ხარჯზე, საბირჟო შუამავლის სახელით და კლიენტის ხარჯზე (საბროკერო საქმიანობა), აგრეთვე საბირჟო საქმიანობის წარმოებით თავისი სახელით და თავის ხარჯზე ბირჟაზე შემდგომი გაყიდვის მიზნით (სადილერო საქმიანობა).

2. საბირჟო შუამავლობას საბირჟო ვაჭრობაში ეწევიან მხოლოდ საბირჟო შუამავლები. თავი II სასაქონლო ბირჟის დაფუძნება, საქმიანობა და მისი შეწყვეტის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11854-sasakonlo-birzhebisa-da-sabirzho-vachrobis-shesakheb/9.md
