---
title: "მუხლი 2 — იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1193802-idzulebiti-auktsionis-chatarebis-pormebis-wesisa-da-protsedurebis-damt/2"
law: "იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "21"
adopted: "2011-01-31"
consolidated_as_of: "2026-07-03"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2 — იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-03. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-07-03), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1193802-idzulebiti-auktsionis-chatarebis-pormebis-wesisa-da-protsedurebis-damt/2

1. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა)
შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია, გარდა ავტორიზებული პირის მეშვეობით ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღებისა;
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება.

2. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტია.
2^1. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირი არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ვებგვერდზე
ამ ბრძანებით დადგენილი წესით და მათთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტაუქციონში მონაწილეობას, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის ავტორიზებული პირის მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას .
ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეებს, რომლებთანაც დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, ამ ბრძანებით დადგენილი პირობების შესრულება.
2^2. ამ მუხლის
2^1პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება ავტორიზებულ პირთან, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად შესაბამის ანაზღაურებას იღებს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.

3. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ“ რეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების, ხოლო უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში – მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 1%-ს.

4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

5. (ამოღებულია - 21.11.11 №148).

6. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების ფასის სრულად გადახდის ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს აგრეთვე კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორის მიერ მისაღებ თანხაზე უარის თქმით. კრედიტორულ მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის სრულად გადახდის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შემძენის მიერ შეტანილ უნდა იქნეს თანხა, რომლითაც დაიფარება კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, ასევე კრედიტორთა მოთხოვნები იმ ოდენობით (გარდა იმ კრედიტორისა, რომელმაც უარი თქვა მოთხოვნაზე), რასაც მიიღებდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქონების ფასის სრულად შეტანის შემთხვევაში. გაკოტრების მმართველის მიერ მოვალის გაკოტრების ანგარიშის შედგენისას მხედველობაში მიიღება კრედიტორის განცხადება/კრედიტორსა და აუქციონში გამარჯვებულს (ქონების შემძენს) შორის გაფორმებული წერილობითი გარიგება მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) კრედიტორის წერილობითი განცხადება მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის შესაბამისი ნაწილის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, თუ კრედიტორი და აუქციონში გამარჯვებული (ქონების შემძენი) ერთი და იგივე პირია. განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ საჯარო სანოტარო აქტით;
ბ) კრედიტორსა და აუქციონში გამარჯვებულს (ქონების შემძენს) შორის გაფორმებული წერილობითი გარიგება მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის შესაბამისი ნაწილის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, თუ კრედიტორი და აუქციონში გამარჯვებული (ქონების შემძენი) სხვადასხვა პირია. გარიგებაზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ საჯარო სანოტარო აქტით.
6^1. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას წარმართავს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარავად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს აუქციონში გამარჯვებულ პირს.

7. თუ აუქციონზე რეალიზებული ქონებიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XIV
1
თავით
დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 19 ივნისის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 19.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 10.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივნისის ბრძანება №556 - ვებგვერდი, 16.06.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1193802-idzulebiti-auktsionis-chatarebis-pormebis-wesisa-da-protsedurebis-damt/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1193802-idzulebiti-auktsionis-chatarebis-pormebis-wesisa-da-protsedurebis-damt/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
