---
title: "მუხლი 26 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
url: "https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/26"
law: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
article: "26"
identifier: "matsne 1208370"
adopted: "1994-05-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 26 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 26 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/26

ერთი მოსამართლის სისტემა, კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა
1. სასამართლოში შემოსულ საქმეებს განიხილავენ ერთი მოსამართლე, კომიტეტები სამი მოსამართლის შემადგენლობით, პალატები შვიდი მოსამართლის შემადგენლობით და დიდი პალატა ჩვიდმეტი მოსამართლის შემადგენლობით. კომიტეტებს სასამართლოს პალატები ქმნიან განსაზღვრული ვადით.

2. სასამართლოს პლენუმის მოთხოვნით, მინისტრთა კო-მიტეტს შეუძლია, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და განსაზღვრული ვადით, ხუთ წევრამდე შეამციროს პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა.

3. საქმის ერთი მოსამართლის შემადგენლობით განხილვისას, მოსამართლეს არ აქვს უფლება განიხილოს საჩივარი იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ, რომლისგანაც ის მოსამართლედ იქნა არჩეული.

4. მოსამართლე, არჩეული იმ სახელმწიფოსაგან, რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს, არის პალატის ან დიდი პალატის ეხ ოფფიციო წევრი. თუ ასეთი მოსამართლე არ არის, ან მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოცემული საქმის განხილვაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ სახელმწიფოს მიერ წინასწარ წარმოდგენილი კანდიდატების სიიდან სასამართლოს თავმ ჯდომარის მიერ შერჩეული პირი.

5. დიდ პალატას აგრეთვე შეადგენენ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პალატის თავმჯდომარეები და სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული სხვა მოსამართლეები. როცა საქმე განსახილველად გადაეცემა დიდ პალატას 43-ე მუხლის საფუძველზე, დიდი პალატის სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გადაწყვეტილების გამომტანი პალატის ვერცერთი მოსამართლე, გარდა პალატის თავმჯდომარ ისა და მოსამართლისა იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა მოცემულ საქმეში.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/27.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
