---
title: "მუხლი 28 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
url: "https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/28"
law: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
article: "28"
identifier: "matsne 1208370"
adopted: "1994-05-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 28 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 28 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/28

კომიტეტების უფლებამოსილება
1. კომიტეტს შეუძლია, ერთხმივი განჩინებით, 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინდივიდუალური საჩივარი:
ა. მიუღებლად ცნოს ან ამორიცხოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან, თუ ამგვარი განჩინების მიღება შესაძლებელია საჩივრის შემდგომი შესწავლის გარეშე; ან
ბ. ცნოს საჩივარი მისაღებად და ამავე დროს გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი მხარის შესახებ, თუ საჩივარში დასმული საკითხები, რომლებიც კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებას ეხება, სასამართლოს კარგად დადგენილი პრეცედენტის საგანია.

2. 1-ლი პუნქტის თანახმად გამოტანილი განჩინებები და გადაწყვეტილებები საბოლოოა.

3. თუ მოსამართლე, არჩეული იმ ხელშემკვრელი მხარისგან, რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს, არ არის კომიტეტის წევრი, კომიტეტს შეუძლია, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ეს მოსამართლე, რომელიც კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ადგილს დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება მიიღება ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის იმის მიხედვით, ეწინააღმდეგებოდა თუ არა მაღალი ხელშემკვრელი მხარე 1-ლი (ბ) პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენებას.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/29.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
