---
title: "მუხლი 4 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
url: "https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/4"
law: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
article: "4"
identifier: "matsne 1208370"
adopted: "1994-05-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 4 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/4

მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა
1. არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში.

2. არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.

3. ამ მუხლის გაგებით, �იძულებით ან სავალდებულო შრომად� არ განიხილება:
ა. ნებისმიერი სამუშაო, რომლის შესრულებაც, ჩვეულებრივ, სავალდებულოა პატიმრობისას, რაც შეფარდებულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავისუფლების განმავლობაში;
ბ. სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახური ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მართლზომიერადაა მიჩნეული;
ც. ნებისმიერი სამსახური, დაკისრებული საგანგებო მდგომარეობის ან საერთო უბედურების ჟამს, რაც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლესა და კეთილდღეობას;
დ. ნებისმიერი სამუშაო თუ სამსახური, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/5.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
