---
title: "მუხლი 46 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
url: "https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/46"
law: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
article: "46"
identifier: "matsne 1208370"
adopted: "1994-05-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 46 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 46 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/46

გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები �კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.

2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

3. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება ყოვნდება გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებული პრობლე-მის გამო, მას შეუძლია სასამართლოს განმარტებისათვის მიმართოს. ეს გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის უფლებამოსილი წევრების ხმათა ორი მესამედით.

4. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს ამბობს დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, კომიტეტს შეუძლია, ამ მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების შემდეგ და კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ხელშემკვრელმა მხარემ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

5. თუ სასამართლო დაადგენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, ის საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს მისაღები ზომების განსაზღვრის მიზნით. თუ სასამართლო ასეთ დარღვევას ვერ დაადგენს, იგი საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც წყვეტს საქმესთან დაკავშირებულ პროცედურას.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/47.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
