---
title: "მუხლი 56 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
url: "https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/56"
law: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
article: "56"
identifier: "matsne 1208370"
adopted: "1994-05-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 56 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 56 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/56

კონვენციის მოქმედება სივრცეში
1. კონვენციის რატიფიკაციისას ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი შეტყობინების მეშვეობით, ყოველ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ვრცელდება ყველა ან რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის საგარეო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი.

2. შეტყობინებაში მითითებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე კონვენცია გავრცელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ოცდამეათე დღიდან.

3. თუმცა ასეთ ტერიტორიებზე კონვენციის დებულებათა გამოყენება მოხდება ადგილობრივი მოთხოვნების სათანადოდ გათვალისწინებით.

4. ყოველ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს ფიზიკური პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა ჯგუფის საჩივრები კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/57.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
