---
title: "მუხლი 59 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
url: "https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/59"
law: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
article: "59"
identifier: "matsne 1208370"
adopted: "1994-05-11"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 59 — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 59 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/59

ხელმოწერა და რატიფიკაცია
1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევ რებისათვის. ის ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. ევროპის კავშირს შეუძლია მიუერთდეს ამ კონვენციას.

3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის ათი სიგელის დეპონირების შემდეგ.

4. იმ ხელმომწერის მიმართ, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიკაციას, კონვენცია ძალაში შედის შესაბამისი რატიფიკაციის სიგელის დეპონირებისთანავე.

5. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრს ატყობინებს კონვენციის ძალაში შესვლის, რატიფიკაციის მომხდენ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ვინაობისა და ყოველი შემდგომში დეპონირებული რატიფიკაციის სიგელის შესახებ.
შესრულებულია რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი უგზავნის კონვენციის ყველა ხელმომწერს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1208370-adamianis-uplebata-da-dziritad-tavisuplebata-datsvis-konventsia/58.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
