---
title: "მუხლი 15 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/15"
law: "ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 1212122"
adopted: "1959-04-20"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 15 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/15

1.მე–3, მე–4 დამე–5 მუხლში ნახსენები სასამართლო დავალებები და მე–11 მუხლში ნახსენები შუამდგომლებები ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს, პასუხები მათზე ბრუნდება იმავე არხებით.

2. გადაუდებელ შემთხვევაში სასამართლო დავალებები შესაძლებელია გადაგზავნილი იქნას ერთი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მეორე მხრის სასამართლო ორგანოებისადმი. მათზე პასუხები შესაბამისი დოკუმენტებით უბრუნდებათ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არხებით.

3. მე–13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თხოვნები, შესაძლებელია გადაგზავნილ იქნას დაინტერესებული სასამართლო ორგანოების მიერ მოპასუხე მხარის სასამართლო ორგანოებისადმი და პასუხები შეიძლება დაუბრუნდეთ უშუალოდ ამ ორგანოებისაგან. მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული თხოვნები ეგზავნება მომთხოვნი მხრის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოპასუხე მხარის იუსტიციის სამინისტროს.

4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე–3 პუნქტით გაუთვალისწინებელი თხოვნები ურთიერთდახმარების შესახებ, კერძოდ კი იმ თხოვნებს, რომლებიც ეხება ბრალის წაყენებამდე გამოძიების ჩატარებას, შესაძლებელია გადაგზავნოს უშუალოდ სასამართლო ორგანოების მიერ.

5.იმ შემთხვევებში,როდესაც წინამდებარე კონვენციით დაშვებულია პირდაპირი გადაცემა, ის შეიძლება განხორციელდეს ინტერპოლის მეშვეობით.

6.ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვრენციის ხელმოწერის, სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით ამცნოს, რომ სხვა არხების საშუალებით , რაც არ არის მოყვანილი წინამდებარე მუხლში ან მოთხოვოს, რომ წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო დავალების ასლი იმავდროულად მიეწოდოს მის იუსტიციის სამინისტროს.

7.წინამდებარე მუხლის დებულებანი არ ლახავენ იმ ორმხრივ შეთანხმებებასა და მოლაპარაკებებს,რომლებიც მოქმედებენ ხელშემკვრელ მხარეთა შორის და რომლებითაც გათვალისწინებულია დახამრების შესახებ თხოვნის გადაცემა მათი შესაბამისი ორგანოების მიერ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/16.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
