---
title: "მუხლი 20 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/20"
law: "ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 1212122"
adopted: "1959-04-20"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 20 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 20 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/20

მე–10 მუხლის მესამე პუნქტის დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ურთიერთდახმარების შესახებ თხოვნის შესრულება არ გამოიწვევს ხარჯების ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დაკავშირებულია ექსპერტთა ყოფნასთან მოპასუხე მხარის ტერიტორიაზე ან მე–11 მუხლის საფუძველზე განხორციელებული დაკავებული პირის გადაყვანასთან.
თავი VΙ. სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება
მუხლი –21
1.ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო განხილვასთან მეორე ხელშემკვრელ მხარეში ხორციელდება დაინტერესებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელი მხარე სარგებლობს მე–15 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული არჩევის უფლებით.

2. მოპასუხე მხარე აცნობებს მომთხოვნ მხარეს მის მიერ მიღებული ნებისმიერი ზომის შესახებ, რომლებიც მიღებულია ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და უგზავნის განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებულ სასამართლო ჩანაწერების ასლებს.

3. მე–16 მუხლის დებულებები გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციასთან მიმართებაში.
თავი VΙΙ. სასამართლო ჩანაწერებიდან ინფორმაციის გაცვლა

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/22.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
