---
title: "მუხლი 26 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/26"
law: "ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1212122"
adopted: "1959-04-20"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 26 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 26 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/26

1.მე–15 მუხლის მე–7 პუნქტის და მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის დებულებების გათვალისწინების პირობით, წინამდებარე კონვენცია იმ ქვეყნების მიმართ, რომლებზეც იგი ვრცელდება ცვლის ხელშემკვრელ მახრეთა შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ არსებულ ნებისმიერი ხელშეკრულების, კონვენციების ან ორმხრივი შეთანხმებების დებულებებს.

2. წინამდებარე კონვენცია არ ხელყოფს ვალდებულებებს,რომლებიც დაკისრებულია ნებსმიერი სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციის პირობებით, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ამ სფეროში ურთიერთდახმარების კონკრეტული ასპექტების მარეგულირებელ მუხლებს.

3.ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ ერთმანეთში ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ მხოლოდ წინამდებარე კონვენციის დებულებათა შევსების ან მათ მიერ მოყვანილი პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში თუ ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარება ხორციელდება ერთგვარ კანონმდებლობაზე დაყრდნობით და სპეციალური სისტემით, რომელიც გულისხმობს შესაბამის ტერიტორიებზე ურთიერთდახმარების ზომების ორმხრივ გამოყენებას, ამ მხარეებს წინამდებარე კონვენციის დებულებათა მიუხედავად შეუძლიათ ამ სფეროში არსებული ურთიერთობები დაარეგულირონ ასეთი კანონმდებლობის ან სისტემის შესაბამისად. ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გამორიცხავენ წინამდებარე კონვენციის ორმხრივ გამოყენებას ატყობინებენ ამის შესახებ გენერალურ მდივანს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/27.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
