---
title: "მუხლი 30 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/30"
law: "ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 1212122"
adopted: "1959-04-20"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 30 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 30 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/30

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრებს და ნებისმიერ სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მიუერთდა წინამდებარე კონვენციას შემდეგს:
ა)მისი ხელმომწერი მხარეების დასახელებას და ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელისა და მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის შესახებ;
ბ)წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს;
გ)ნებისმიერ შეტყობინებას, მიღებული მე–5 მუხლის პირველი პუნქტის, მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის, მე–15 მუხლის მე–16 პუნქტის, მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტების და 26– მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად;
დ)23–ემუხლის 1–ი პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ ნებისმიერ დათქმას;
ე) 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი დათქმის მოხსნას;
ვ) 29–ე მუხლის დებულებათა შესაბამისად დენონსაციის შესახებ ნებისმიერ შეტყობინებას და ამ დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღს;
რის დასტურადაც შესაბამისად უფლებამოსილნი ქვემორე ხელისმომწერნი აწერენ წინამდებარე კონვენციას ხელს.
შესრულებულია ქ, სტრასბურგში 1959 წლის 20 აპრილს ერთ პირად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებსაც თანაბარი ძალა გააჩნიათ და რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. კონვენციის დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი გაუგზავნის ყველა ხელმომწერ ან მიერთებულ მთავრობებს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/29.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
