---
title: "მუხლი 7 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/7"
law: "ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1212122"
adopted: "1959-04-20"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7 — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 7 (as-enacted text (the original version)), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/7

1. მოპასუხე მხარე ახორციელებს სასამართლო უწყებისა და განაჩენის გადაცემას, რომლებიც ამ მიზნით მას მიეწოდება მომთხოვნი მხარის მიერ.
გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უწყების ან განაჩენის ადრესატისათვის უბრალო მიწოდების გზით. თუ მომთხოვნი მხარე სპეციალურად ითხოვს, მაშინ მოპასაუხე მხარის მიერ გადაცემა ხორციელდება ანალოგიური დოკუმენტებისათვის მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან განსაკუთრებული წესით, რომელიც შეეფარდება ამ კანონმდებლობას.

2.გადაცემის ფაქტი მტკიცდება ხელწერილით, რომელიც დათარიღებული და ხელმოწერილია ადრესატის მიერ ან მოპასუხე მხარის განცხადებით, იმის თაობაზე, რომ გადაცემა შედგა ფორმისა და თარიღის მითითებით. შესაბამისი დოკუმენტი დაუყოვნებლივ ეგზავნება მომთხოვნ მხარეს. მოპასუხე მხარე მომთხოვნი მხარის თხოვნის შესაბამისად ადასტურებს, რომ გადაცემა განხორციელდა მოპასუხე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. გადაცემის გახორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მოპასუხე მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მომთხოვნ მხარეს მიზეზების თაობაზე.

3.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით ითხოვოს იმაზე, რომ მისი ტერიტორიაზე მყოფი ბრალდებულის სასამართლოში გამოცხადების უწყისი გადაეცეს მის კომპეტენტურ ორგანოებს სასამართლოში გამოცხადების თარიღამდე გარკვეული დროით ადრე. ეს დრო მინიშნებულია ზემოხსენებულ განაცხადეაბაში და არ აღემატება 50 დღეს. ეს დრო გათვალისწინებულია სასამართლოში გამოცხადების თარიღის დადგენაში და უწყების გადაცემის დროს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1212122-evropuli-konventsia-siskhlis-samartlis-sakmeebze-urtiertdakhmarebis-sh/8.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
