---
title: "მუხლი 1. ზოგადი დებულებანი — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/1"
law: "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 12262"
adopted: "2004-05-21"
consolidated_as_of: "2018-09-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ზოგადი დებულებანი — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2018-09-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/1

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, – 0146, უზნაძის ქ. №52.

7. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №381-სსმ III,№165,17.12.2010წ., მუხ.2368

---
Next article: https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/2.md
