---
title: "მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/2"
law: "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 12262"
adopted: "2004-05-21"
consolidated_as_of: "2018-09-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-09-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/2

1. სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების განვითარებასა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.

2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;
ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;
გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;
დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;
ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;
ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;
ვ
1
) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს;
ზ) (ამოღებულია);
თ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;
ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან;
მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;
ნ) (ამოღებულია);
ო) (ამოღებულია);
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
პ.ა) (ამოღებულია - 17.06.2016, №271);
პ.ბ)
(ამოღებულია - 17.06.2016, №271);
პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;
პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;
პ.ე)
(ამოღებულია - 17.06.2016, №271);
პ.ვ)
(ამოღებულია - 17.06.2016, №271);
პ.ზ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
პ.თ)
(ამოღებულია - 17.06.2016, №271);
პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
პ.კ) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს;
პ
1
) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს, შეიმუშავებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამებს;
ჟ) (ამოღებულია);
ჟ
1
) (ამოღებულია);
ჟ
2
) (ამოღებულია);
ჟ
3
) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ
4
)
საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს, ან გასცემს მათზე სავალდებულო დასკვნას;
ჟ
5
) (ამოღებულია);
ჟ
6
)
შეიმუშავებს და ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს;
ჟ
7
(ამოღებულია);
ჟ
8
) (ამოღებულია);
ჟ
9
) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან;
ჟ
10
)
(ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
ს)
ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს, განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;
უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;
ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;
ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ყ)
შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.დ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ე“, „გ.ვ“ და „გ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;
შ
1
) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურას;
ჩ) ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;
ჩ
1
)
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას;
ც)
ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
ც
1
) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესს;
ც
2
) ამტკიცებს მოსწავლის პირადი საქმის
ფორმასა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის
წარმოების წესს;
ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;
წ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს;
ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ხ)ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;
ხ
1
)
(ამოღებულია);
ჯ)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
ჯ.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;
ჯ.ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას;
ჯ.გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;
ჯ.დ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;
ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;
ჰ
1
) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჰ
2
) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჰ
3
) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჰ
4
) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;
ჰ
5
)
(ამოღებულია);
ჰ
6
) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ჰ
7
) შეიმუშავებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმას და სხვა პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;
ჰ
8
) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ჰ
9
) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ჰ
10
) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას;
ჰ
11
) ამოწმებს მკაცრი აღიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა
;
ჰ
12
) ამტკიცებს მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს
;
ჰ
13
) ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ., მუხ.1036
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ., მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ., მუხ.912
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ., მუხ.2144
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ., მუხ.1035
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ., მუხ.1083
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ., მუხ.1940
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.989
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1291
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №114-სსმ III, №49, 28.04.2010წ., მუხ.715
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ., მუხ.901
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1730
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ., მუხ.2288
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №317 - ვებგვერდი, 17.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №446 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 26.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 26.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №456 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 ივლისის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №227 – ვებგვერდი, 06.09.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №346 - ვებგვერდი, 19.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის  6 ივლისის დადგენილება №311 – ვებგვერდი, 07.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17
ივნისის
დადგენილება №271 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/3.md
