---
title: "მუხლი 3¹. მინისტრის — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/3-1"
law: "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
article: "3^1"
identifier: "matsne 12262"
adopted: "2004-05-21"
consolidated_as_of: "2018-09-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. მინისტრის — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 3¹ (consolidated as of 2018-09-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/3-1

მოადგილეებ
ი
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე, მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.

4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

5. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6. მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

7. (ამოღებულია – 28.11.2012, №456).

8. (
ამოღებულია
– 15.03.2013,
№56
).

9. (ამოღებულია - 21.07.2016, №337).

10. მინისტრის მოადგილე ან პირველი მოადგილე ამავდროულად შეიძლება იყოს სამინისტროს სისტემაში შემავალი ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ., მუხ.2288
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 21.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 16.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №456 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 21.03.2013წ.
საქართველოს მთავრობის
2015
წლის 2 თებერვლის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 03.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17
ივნისის
დადგენილება №271 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21
ივლისის
დადგენილება №337 - ვებგვერდი, 26.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის
დადგენილება №293 - ვებგვერდი, 19.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/4.md
