---
title: "მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/3"
law: "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 12262"
adopted: "2004-05-21"
consolidated_as_of: "2018-09-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-09-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/3

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ე) (ამოღებულია – 04.08.2011, №305);
ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის;
თ) (ამოღებულია – 04.08.2011, №305);
ი)
(ამოღებულია – 04.08.2011, №305);
კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის;
ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;
ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს;
რ) (ამოღებულია);
ს) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;
ტ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას;
უ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციას;
ფ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს.
ქ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს;
ღ)
(ამოღებულია - 17.06.2016, №271);
ყ)
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს;
შ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის (მათ შორის, პრემირების) გამოყენების თაობაზე;
შ
1
) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესს;
ჩ) უფლებამოსილია, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

3. (ამოღებულია);

4. (ამოღებულია);
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ., მუხ.1228
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.525
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ., მუხ.1035
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ., მუხ.1083
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ., მუხ.1706
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ., მუხ.1940
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება №25-სსმ III, №14, 05.02.2010წ., მუხ.156
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება №104-სსმ III, №36, 07.04.2010წ., მუხ.596
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1730
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ., მუხ.2288
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №381-სსმ III,№165,17.12.2010წ., მუხ.2368
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14
თებერვლის
დადგენილება №55 - ვებგვერდი, 17
.

02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის დადგენილება №2
82
– ვებგვერდი, 2
4
.

07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 07.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17
ივნისის
დადგენილება №271 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12262-sakartvelos-ganatlebisa-da-metsnierebis-saministros-debulebis-damtkits/3-1.md
