---
title: "მუხლი 10. ბიუჯეტების ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/10"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ბიუჯეტების ხარჯები — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/10

ყველა დონის ბიუჯეტის ხარჯები იყოფა კაპიტალურად და მიმდინარე ხარჯებად. კაპიტალური ხარჯებს მიეკუთვნება ყველა ის საბიუჯეტო ასიგნება, რომლებიც მიემართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამებს და ღონისძიებებს, აგრეთვე, კაპიტალის გადიდებასთან დაკავშირებული ყვედა სხვა ხარჯები. მიმდინარე ხარჯებს მიეკუთვნება ყველა სხვა დანარჩენი ხარჯი. ბიუჯეტების ყველა ხარჯი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე, კანონით განსაზღვრული პრიორიტეტების დაცვით. დაუშვებელია ბიუჯეტების ხარჯებში თანხების აღრიცხვა როგორც ხაზინის, ასევე გადამხდელების მომსახურე კომერციულ ბანკებში შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2211-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.137

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/11.md
