---
title: "მუხლი 12. ბიუჯეტების დაბალანსება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/12"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ბიუჯეტების დაბალანსება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/12

1. ყველა დონის ბიუჯეტის დაბალანსება არის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი პირობა.

2. ხარჯების შემოსავალზე გადამეტება ქმნის ბიუჯეტის დეფიციტს. ბიუჯეტის დეფიციტის წარმოქმნისას პირველ რიგში დაფინანსდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები.

3. ბიუჯეტის დაბალანსებისათვის მტკიცდება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდე.თუ ბიუჯეტის შესრულების პროცესში ხდება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბება ან მნიშვნელოვნად მცირდება ბიუჯეტის შემოსავლის და დაფინანსების წყაროების, მოცულობა, გამოიყენება ბიუჯეტის ხარჯების სეკვესტრის მექანიზმი. ა) სეკვესტრი არის საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება ბიუჯეტის ხარჯების ყველა მუხლის მიხედვით დარჩენილი ფინანსური წლის მანძილზე. ბ) სეკვესტრს არ ექვემდებარება ბიუჯეტის ხარჯების დაცული მუხლები. გ) ბიუჯეტის ხარჯების დაცული მუხლების ჩამონათვალის თითოეული საბიუჯეტო დონის მიხედვით განსაზღვრავენ შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები ბიუჯეტის დამტკიცების დროს. დ) დაცული მუხლების გარდა, დამტკიცებული ბიუჯეტებით განსაზღვრული საერთო ხარჯების წლიური მოცულობის 10 პროცენტამდე ოდენობით სეკვესტრის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სეკვესტრზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯების სეკვესტრზე - აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრები; საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების სეკვესტრზე _ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო. ე) იმ შემთხვევაში, თუ სეკვესტრის განხორციელებისათვის საჭიროა დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხარჯების მთლიანი მოცულობის 10 პროცენტზე მეტის შემცირება, ამ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად მზადდება წინადადება დამტკიცებულ ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

4. ბიუჯეტის დეფიციტი იფარება სახელმწიფო ვალის ფორმირებით და საკრედიტო რესურსების გამოყენებით.სახელმწიფო ვალის სიდიდე და საკრედიტო რესურსების მოცულობა დგინდება ბიუჯეტის დამტკიცებისას. ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად აგრეთვე გამოიყენება სახელმწიფო პროგრამების მიხედვით სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრივებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ცენტრალურ და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში.

5. სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ეკრძალებათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამცირებენ ბიუჯეტის შემოსავალს ან ადიდებენ მის ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის გაზრდას. საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1176-პარლამენტის უწყებანი №47-48,31.12.1997წ.,გვ.146 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №89-სსმI,№51(58),29.12.1999წ.,მუხ.250

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/13.md
