---
title: "მუხლი 14. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/14"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/14

1. ბიუჯეტის პროექტის შედგენა და ბიუჯეტის შესრულება ევალებათ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს. ბიუჯეტის განხილვა, დამტკიცდება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი შესაბამისად საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციაა.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება ცენტრალური სახაზინო სამსახურის, ხოლო დანარჩენი ბიუჯეტებისა – საქართველოს ეროვნული ბანკისა და ადგილებზე მისი განყოფილებების მეშვეობით. ასეთი განყოფილებების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ანგარიშების წარმოება შეიძლება განახორციელონ სხვა ბანკებმაც საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებული არიან შესაბამისი ტერიტორიის კონსოლიდირებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ ორგანოს და საქართველოს კონტროლის პალატას. საბიუჯეტო ანგარიშგების პერიოდულობასა და ფორმის ყველა დონის ბიუჯეტისათვის ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სოციალური-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ბიუჯეტის განხილვა, დამტკიცება და ამ ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს საჯაროდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა განსახილველი საკითხი კანონმდებლობით განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/15.md
