---
title: "მუხლი 16. საბიუჯეტო რეგულირება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/16"
law: "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 1229818"
adopted: "1996-05-29"
consolidated_as_of: "2003-08-26"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2004-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საბიუჯეტო რეგულირება — საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2003-08-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2004-01-01.
> Cite as: საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2003-08-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/16

1. საბიუჯეტო რეგულირება ხორციელდება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის სახელმწიფო შემოსავლის წყაროების განაწილებით. საშემოსავლო წყაროების უკმარისობის შემთხვევაში მხოლოდ მოსახლეობის სოციალური დაცვის, ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტისა და სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციოდ კონკრეტული ღონისძიებებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის შეიძლება გამოეყოთ ტრანსფერტი და თუ არის თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები - მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხიც.

2. ტრანსფერტის ოდენობა ცალკეული ბიუჯეტის მიხედვით მტკიცდება ახალი საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს და გადაეცემა ქვედა დონის ბიუჯეტს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მიზნობრივი პროგრამისათვის გამოყოფილი ტრანსფერტები აუთვისებლობისა და არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში უკან უნდა დაბრუნდეს.

3. საბიუჯეტო სესხი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გამოეყოს ყველა დონის ბიუჯეტს, უკან დაბრუნების პირობით, ბიუჯეტის შესრულების პროცესში დროებით წარმოქმნილ სიძნელეებთან დაკავშირებით მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1229818-sabiujeto-sistemisa-da-sabiujeto-uplebamosilebata-shesakheb/17.md
